ფერნანდო ტორესი, ალვარო არბელოა
Aa
Aa

„თავს მოგაძრობ“ - ტორესისა და არბელოას დაპირისპირება მადრიდულ დერბიში

მადრიდის „ატლეტიკოს“ 19-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი ფერნანდო ტორესია, რომელიც მადრიდის „რეალის“ 19-წლამდე გუნდთან შეხვედრისას გააძევეს. მიზეზი „რეალის“ 19-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ალვარო არბელოასთან დაპირისპირებაა. ესპანური გამოცემა Relevo ტორესისა და არბელოას სიტყვიერ დაპირისპირებაზე წერს. 

ტორესი არბელოას: „თავს მოგძარობ“. არბელოას პასუხი: „როცა გინდა დაიწყე“.

ფერნანდო ტორესი 2022 წლის ივლისიდან „ატლეტიკოს“ 19-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელია. რაც შეეხება ალვარო არბელოას, 40 წლის სპეციალისტი „რეალის“ 19-წლამდე გუნდს 2020 წლიდან წვრთნის.

2007-09 წლებში ფერნანდო ტორესი და ალვარო არბელოა „ლივერპულში“ თანაგუნდელები იყვნენ. ასევე, 2008-13 წლებში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი ორჯერ მოიგეს (2008, 2012).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაპორტა: „მესის დაბრუნებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“
ლაპორტა: „მესის დაბრუნებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“