ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, ლაშა გუჯეჯიანი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

„ამ ჩემპიონატზე პირადად ჩემი ოცნებებიც ასრულდა“ - ლაშა გუჯეჯიანი

კატარში დასრულებული ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა. ჩვენმა დელეგაციამ 4 მედალი (2 ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო) მოიპოვა და საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატებზე ქართული ფინალი შედგა, რომელშიც მაისურაძემ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური დაამარცხა.

ასევე, გამოსარჩევია, რომ შერეულ გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა ასევე ისტორიული მედალი დაისაკუთრა. ჩვენმა დელეგაციამ გერმანიის ნაკრებს აჯობა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გზად კი ძიუდოისტებმა მონღოლეთს, ბრაზილიასა და უზბეკეთს მოუგეს. მეოთხედფინალში კი უძლიერეს და შემდგომ ჩემპიონებთან იაპონელებთან წააგეს.

ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"2023 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც დოჰაში გაიმართა დასრულდა. ერთი შეხედვით, ოფიციალური ინფორმაცია უდიდეს ემოციას იტევს. აქ ამ ჩემპიონატზე პირადად ჩემი ოცნებებიც ასრულდა. როგორც მთავარი მწვრთნელი უბედნიერესი ვიყავი ფინალში ორი ქართველის შეხვედრა რომ გადაწყდა. უკვე აშკარა იყო, რომ ოქროც და ვერცხლიც საქართველოს საკუთრება გახდებოდა, მხოლოდ მფლობელთა ვინაობა უნდა გარკვეულიყო. ბუნებრივია ამ შედეგს რამდენიმე წლიანი დაუღალავი შრომა დასჭირდა. ჩვენს გუნდს ერთმანეთის პატივისცემა, ერთგულება, ერთიანობა , საქმისადმი უანგარო სიყვარული აძლიერებს. ეს გამარჯვება კიდევ ერთი გამორჩეული მიღწევაა ძიუდოს ისტორიაში. გარდა ძიუდოისტების თავდაუზოგავი შრომისა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართველი ხალხის გულშემატკივრობაც. მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის. ბედნიერი ვარ, რომ იმედები გავამართლეთ. ეს კი თითოეული ძიუდოისტის დამსახურებაა, მადლობა თითოეულ მათგანს. ესენი არიან: გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე გურამ თუშიშვილი, კოტე კაპანაძე, გელა ზაალიშვილი, ეთერ ლიპრტელიანი, ეთერ ასკილაშვილი, სოფიო სომხიშვილი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ გუნდს ამ წარმატების შემოქმედებს,საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას, დავით ქევხიშვილს,გიორგი ათაბეგაშვილს,მწვრთნელთა საბჭოს:გურამ მოდებაძეს,ლომერ ჟორჟოლიანს,ამბაკო ავალიანს,გიორგი ბაინდურაშვილს,ნოდარ მეტრეველს,გიორგი ყიზილაშვილს,ირაკლი ცირეკიძეს,გიორგი თენაძეს,კახაბერ მოცრაძეს,ასევე სამედიცინო გუნდს ზურაბ კახაბრიშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენ დიდ ოჯახს უზარმაზარი მიზნები და რესურსი აქვს,კიდევ ბევრჯერ გაახსენოს მსოფლიოს,რომ “ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო” - გაუმარჯოს ქართულ სპორტს გაუმარჯოს ქართულ ძიუდოს" - წერს გუჯეჯიანი

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორია დაიწერა! - საქართველოს ნაკრებმა შერეულ ჩათვლაში პირველი მედალი მოიპოვა
ისტორია დაიწერა! - საქართველოს ნაკრებმა შერეულ ჩათვლაში პირველი მედალი მოიპოვა