ნეიმარი წასვლისთვის მზადაა - პსჟ ხვიჩას მდგომარეობას შეისწავლის
Le Parisien-ის ინფორმაციით, ნეიმარი მზადაა პსჟ-ს დატოვების საკითხი განიხილოს. მას შემდეგ რაც პარიზული კლუბის ქომაგებმა ნეიმარის სახლთან პროტესტი გამოხატეს, ნეიმარი ამ ფაქტით შოკირებულია და დაინტერესებული კლუბების მხრიდან წინადადებების განხილვისთვის მზადაა.
ფრანგული კლუბი იმედოვნებს, რომ ინგლისის პრემიერ ლიგიდან ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით წინადადებებს მიიღებენ. პსჟ ნეიმართან მიმართებაში ორ ვარიანტს განიხილავს: კონტრაქტის გამოსყიდვა ან იჯარა. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელფასის ნაწილს პსჟ გადაიხდის.
Le Parisien-ის ცნობით, პსჟ მარკო ვერატისთან დამშვიდობებას გეგმავს. გასული წლის დეკემბერში იტალიელი პსჟ-ში ზედმეტი 4 კილოგრამით დაბრუნდა. ამის გამო პსჟ-ს ფეხბურთელების დამოკიდებულება ვერატის მიმართ ნეგატიური იყო. გარდა ამისა, იტალიელი ნახევარმცველის პროდუქტიულობა შემცირდა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში მხოლოდ 1 საგოლე პასი შეასრულა.
პსჟ-სთან დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც „ინსაიდერი“ ეკრემ კონური იუწყება, პსჟ კვარაცხელიას გარშემო არსებული ვითარების შემოწმებას გეგმავს. კონური პსჟ-ს მხრიდან ხვიჩასადმი ინტერესზე გასული წლის მიწურულსაც წერდა, თუმცა ახლახან ჯანლუკა დი მარციომ განაცხადა, ხვიჩა „ნაპოლის“ ზაფხულში არ დატოვებს და შემდეგ სეზონში „პარტენოპეისთვის“ ითამაშებს. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას პსჟ კვარაცხელიასთან მიმართებაში გააქტიურდეს.
????#EXCL• PSG plan to check on the condition of Napoli's 22-year-old winger Khvicha Kvaratskhelia.
— Ekrem KONUR (@Ekremkonur) May 14, 2023
???????? ????#PSG ????#ForzaNapoliSempre
????Clubs from the Premier league and La Liga have been linked with the player from Georgia. https://t.co/7J8sDenWFy pic.twitter.com/b1X1kR9Eno
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს სადებიუტო სეზონში 31 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა, „პარტენოპეის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა. ხვიჩა კვარაცხელიას მარტის სანაკრებო პაუზის შემდეგ „ნაპოლიში“ გოლი არ გაუტანია, ჩემპიონთა ლიგისა და სერია ა-ს გათვალისწინებით უგოლო სერია 10-მატჩიანია.