„ერთადერთი შემთხვევა, როცა ელეგანტურად გამოიყურებოდა“ - ომალი მერაბზე და თავის ქურთუკზე
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „შუგასთან“ ინტერვიუ ლეგენდარულმა მაიკლ ბისპინგმა ჩაწერა და ალჯამეინ სტერლინგისა და ჰენრი სეხუდოს ბრძოლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ჩაეკითხა.
„ვერავინ მეტყვის, რომ მერაბი შვეიცარს არ ჰგავს. თვალები დახუჭეთ, მისი სახე და აღნაგობა წარმოიდგინეთ და მითხარით, რომ შვეიცარს არ ჰგავს. ქურთუკი სწორედ ამიტომ მივაწოდე. სიმართლე გითხრათ, მეგონა, ჩემ უკან ტიმი (ომალის მწვრთნელი) იდგა, მაგრამ ის ოქტაგონზე არ შეუშვეს. ქურთუკი გავიხადე და აღმოჩნდა, რომ პირდაპირ მერაბისთვის მიმიცია. რეალურად, მას ჩემი ქურთუკი არ მოუპარავს, მაგრამ ოქტაგონზე ყოფნისას, მეგონა, რომ ქურთუკი ტიმს წაართვა.
გაბრაზებული ვერ ვიქნები, რადგან მერაბის ცხოვრებაში პირველი და ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ელეგანტურად გამოიყურებოდა. დარწმუნებული ვარ, როცა ალჯოს დავამარცხებ და ის ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ავა, მერაბს ვცემ და საჩემპიონო ქამარს შევინარჩუნებ. იმ მომენტში მეგონა, რომ ქურთუკი ტიმს წაართვა და სწორედ ამიტომ გავბრაზდი. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და არავინ გვიცემია“.
შეგახსენებთ, რომ UFC 288-ზე, ალჯამეინ სტერლინგმა ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ომალი ოქტაგონზე შევიდა, რათა ჩემპიონი გამოეწვია. სტერლინგის გვერდით „მანქანა“ იდგა, რომელმაც ომალის ქურთუკი მოჰპარა და მაყურებელი გაახალისა.
Merab Dvalishvili stole Suga Sean jacket LOL ???? #ufc #ufc288 #merabdvalishvili #sugasean #seanomalley #aljamainsterling @MerabDvalishvil @ufc @SugaSeanMMA @funkmasterMMA pic.twitter.com/60YJNmK4tz
— Nina-Marie Daniele (@ninamdrama) May 7, 2023