ლა ლიგა, ჩავი ერნანდესი, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

გამარჯვება ესპანიოლთან - ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონობა გაინაღდა

კატალონიის „ბარსელონა“ ესპანეთის ლა ლიგის გამარჯვებულია. „ბლაუგრანა“ 34-ე ტურის დასკვნით მატჩში სტუმრად „ესპანიოლს“ დაუპირისპირდა და 4:2 გაიმარჯვა, რის შედეგადაც ჩემპიონობა ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე იზეიმა.

საჩემპიონო შეხვედრაში ჩავის გუნდმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. ბარსელონამ პირველ 45 წუთში მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი შეუგდო, აქედან ორი გოლი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა, ერთიც კი ბალდესი.

მეორე ნახევარში, 53-ე წუთზე ჟულ კუნდემ სხვაობა ოთხბურთამდე გაზარდა, დარჩენილ დროში კი ესპანიოლმა 2 ბურთის გაქვითვა შეძლო. გოლები პუადომ და ხოსელუმ გაიტანეს.

34 ტურის შემდეგ, „ბარსელონა“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 85 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან მადრიდის „რეალს“ 14 ქულით უსწრებს.

ცნობისთვის, კატალონიურმა კლუბმა ისტორიაში ესპანეთის ჩემპიონატი 27-ედ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსი მბაპეზე უკეთესია - თვლიან რეალში და ფულს მხოლოდ ბელინგემში გადაიხდიან
ვინისიუსი მბაპეზე უკეთესია - თვლიან რეალში და ფულს მხოლოდ ბელინგემში გადაიხდიან