გიორგი ქვილითაია, აპოელი, ლაშა დვალი
Aa
Aa

კვიპროსის ჩემპიონატი: ქვილითაიამ პენალტი გააფუჭა, დვალმა გამარჯვების გოლი გაიტანა

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის მორიგ მატჩში „აპოელმა“ საკუთარ მოედანზე „აეკ ლარნაკას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ გამარჯვებაში ლომის წვლილი ლაშა დვალმა დაიდო, რომელმაც მეორე ნახევარში, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, სტუმართა კარში გატანილი გოლით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა და გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, სტუმრები მე-15 წუთზე პონსის გოლით დაწინაურდნენ, 21-ე წუთზე კი გიორგი ქვილითაიამ ანგარიშის გათანაბრების შანსი მიიღო. მთავარმა მსაჯმა აეკ-ის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გიორგი ქვილითაიამ შეასრულა, თუმცა ქართველ შემტევს სტუმართა მეკარემ აჯობა.

25-ე წუთზე აეკ-ის კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც ამჯერად მარკინოსმა შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. გამარჯვების გოლი კი 54-ე წუთზე ლაშა დვალმა გაიტანა და როგორც უკვე გითხარით, საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

„აპოელი“ კვიპროსის ჩემპიონატის საჩემპიონო ცხრილში 68 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ „არისს“ 3 ქულით ჩამორჩება. ნიქოზიელები ბოლო ტურის შეხვედრას 21 მაისს, სტუმრად, „აპოლონის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის მე-4 მარცხი - კვარაცხელია შეცვლაზე შევიდა
ნაპოლის მე-4 მარცხი - კვარაცხელია შეცვლაზე შევიდა