ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„როცა მოედანზეა, ნაპოლი შეტევაში სხვა გუნდია“ - იტალიური მედიის შეფასება

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში შევიდა, თუმცა მატჩი შედეგიანი მოქმედების გარეშე დაასრულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა:

Eurosport – 5.5 ქულა: მოედანზე შემოსვლისთანავე ცდილობდა თავისი უმაღლესი ხარისხის დამტკიცებას, მაგრამ ყოველგვარი ეფექტის გარეშე.

CN 24 – 6 ქულა: მოედანზე ჩამოსვლიდან 10 წუთში უკვე შეძლო მომენტის შექმნა, ორ მოთამაშეს შორის კარგად დაძვრა და ჟელინსკის დასარტყმელი სივრცე შეუქმნა. სხვებისგან განსხვავებით, რაღაც მაინც გვაჩვენა.

Calcionapoli1926 – 5.5 ქულა: მუსიკა უნდა შეეცვალა, მაგრამ ძერბინს მიბაძა. დასარტყამი მომენტი იპოვა, თუმცა პირდაპირ დე გრეგორიოს მკლავებისკენ.

Calciomercato – 6.5 ქულა: როგორც კი შემოვიდა, მაშინვე საგოლე შანსები და რიცხობრივი უპირატესობა შექმნა.

Tuttomercatoweb – 6 ქულა: ცოტა გაუგებარი დრიბლინგები ჰქონდა და საჯარიმოშიც ნაკლებად გადამწყვეტი იყო. თუმცა, როცა მოედანზეა, „ნაპოლი“ შეტევაში საერთოდ სხვა გუნდია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 31 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 21 მაისს, საკუთარ მოედანზე „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიამ სელტა დაამარცხა - მამარდას მორიგი კარგი მატჩი
ვალენსიამ სელტა დაამარცხა - მამარდას მორიგი კარგი მატჩი