ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დემოტივაცია? ასე მხოლოდ არაპროფესიონალები იქცევიან“ - სპალეტი მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.

„პარტენოპეისთვის“ ჩემპიონის რანგში ეს პირველი წაგება იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა სპალეტიმ:

მოტივაციის ნაკლებობა? თუ ასეთ დროს, ამ დონეზე საკუთარ თავს დემოტივაციას უქმნი, მაშინ არაპროფესიონალი გამოდიხარ. რა იყო მარცხის მიზეზი? ბიჭები ჩვეულებრივ მოემზადნენ, მაგრამ დღეს ძალიან არადამაჯერებლად ვითამაშეთ, ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ. ნაკლებად გონივრულად ვთამაშობდით, ტაქტიკური წესრიგი დავკარგეთ, გვიჭირდა თავისუფალი სივრცეების პოვნა... ისეთი დონის მწვრთნელი, როგორიც პალადინოა, ამ შეცდომებს იდეალურად გამოიყენებს. მან ბრწყინვალე გუნდი შექმნა.

თამაშისადმი სწორი მიდგომა გვქონდა, მაგრამ მოედანზე ეს ვერ გადმოვიტანეთ. როტაცია? ამაზე პასუხისმგებელი ვარ, თუმცა ამ ფეხბურთელებმა მიცემული წუთები კარგად ვერ გამოიყენეს. ყველაფრის მიუხედავად, ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი, მათ ორი წლის განმავლობაში წარმოუდგენელი სამუშაო გასწიეს და დღევანდელი მატჩიდან არ შევაფასებ. იქნება.

კვარაცხელია ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ძალიან კარგად, მაგრამ დაცვით ფაზაში უფრო მეტი მუშაობა სჭირდება. როცა ის სწორ პოზიციას დაიკავებს და თანაგუნდელებსაც გზას გაუხსნის, მუშაობა უფრო მარტივი გახდება. ხვიჩა ნამდვილად ზღაპრული მოთამაშეა. როდესაც ბურთს ფლობს, მეტოქეებს მისი ეშინიათ და დაცვას აორმაგებენ, რაც სხვა პოზიციებზე თავისუფალ სივრცეს ქმნის. ის სტრატოსფერული ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 21 მაისს, საკუთარ მოედანზე „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: პეპი კალენდარზე მართალია, მომავალში ვიღაცამ რაღაც უნდა გააკეთოს
ანჩელოტი: პეპი კალენდარზე მართალია, მომავალში ვიღაცამ რაღაც უნდა გააკეთოს