ხვიჩა კვარაცხელია, მონცა
Aa
Aa

ნაპოლის მე-4 მარცხი - კვარაცხელია შეცვლაზე შევიდა

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში, ფაქტობრივად უმოტივაციოდ დარჩენილი „ნაპოლი“ სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე არადამაჯერებელი თამაში ჩაატარეს.

ლუჩანო სპალეტის გუნდი ლომბარდიელებთან 2:0 დამარცხდნენ თან ისე, რომ 100%-ანი საგოლე ეპიზოდიც არ შეუქმნია.

სპალეტიმ წინა მატჩის მსგავსად, დღევანდელ შეხვედრაშიც გადაწყვიტა ლიდერების დასვენება და სათადარიგოთა სკამზე ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცი, კიმ მინ ჯე და ალექს მერეტი დატოვა.

პირველი ნახევარი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, გოლინის კარში გოლი მე-18 წუთზე დანი მოტამ გაიტანა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, ლუჩანომ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია შეუშვა და „ნაპოლიმ“ შეტევაში ტემპსაც მოუმატა, თუმცა მალევე, საკუთარ კარში მეორე გოლი მიიღეს. 53-ე წუთზე პეტანიამ „მონცას“ უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

35 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 83 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილს ჩემპიონის რანგში ლიდერობს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 მაისს, საკუთარ მოედანზე „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ახლო მეგობრები არ მყავს, ფეხბურთი საკმარისია“ - მე კევინ დე ბრუინი ვარ
“ახლო მეგობრები არ მყავს, ფეხბურთი საკმარისია“ - მე კევინ დე ბრუინი ვარ