ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალენსიამ სელტა დაამარცხა - მამარდას მორიგი კარგი მატჩი

ლა ლიგის 34-ე ტურში „ვალენსიამ“ „მესტალიაზე“ ვიგოს „სელტას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. 

ამ გამარჯვების შემდეგ „ვალენსია“ 37 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებს. 35-ე ტურში „ვალენსია“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს, შეხვედრა 21 მაისს გაიმართება.

ანგარიში მე-8 წუთზე ჯასტინ კლუივერტმა გახსნა. შეტევა გიორგი მამარდაშვილის გადაცემით დაიწყო, საგოლე პასი დიეგო ლოპესის ანგარიშზეა. 51-ე წუთზე მამარდაშვილმა სეფეროვიჩის დარტყმა მოიგერია, თუმცა მე-60 წუთზე შვეიცარიელმა ანგარიში გაათანაბრა. „ღამურების“ მცველები შეცდნენ, სეფეროვიჩმა თავით შეაგდო. 88-ე წუთზე ფულკიეს პასით 21 წლის ალბერტო მარიმ გამარჯვების გოლი გაიტანა, „ვალენსიამ“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა - 2:1.

გიორგი მამარდაშვილი „სელტასთან“ მატჩში დამაჯერებელი იყო, შეცდომა არ დაუშვია. Sofascore-მა 7,5 დაუწერა, რაც „ღამურებში“ ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება იყო.

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა, ექვს შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. გარდა ამისა, ესპანეთის თასზე ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები