გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი
Aa
Aa

ისტორიული შანსი: საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის იბრძვის

დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდური პირველობით დასრულდება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველ ეტაპზე მონღოლეთი 4:2 დაამარცხა, მერვედფინალში კი ბრაზილიას 4:3 სძლია, თუმცა მეოთხედფინალში იაპონიასთან დაპირისპირება დათმო - 1:4.

რეპეშაჟში საქართველოს ნაკრების მეტოქე უზბეკეთი იყო, რომელსაც 4:2 მოვუგეთ და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური ბრინჯაოს მედლისთვის ვიბრძოლებთ.

გამარჯვება - თუშიშვილი, მაისურაძე, ლიპარტელიანი, სომხიშვილი

მარცხი - შავდათუაშვილი, ასკილაშვილი

ბრინჯაოს მედლისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე გერმანიის ნაკრები იქნება, რომელიც საფრანგეთთან 1:4 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხსლისა და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და ისტორიაში პირველად გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამარჯვება მწყუროდა“ - თუთარაულმა KSW-ში პირველი ბრძოლა მოიგო
„გამარჯვება მწყუროდა“ - თუთარაულმა KSW-ში პირველი ბრძოლა მოიგო