პეპ გუარდიოლა, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: პეპი კალენდარზე მართალია, მომავალში ვიღაცამ რაღაც უნდა გააკეთოს

კარლო ანჩელოტი დაეთანხმა პეპ გვარდიოლას, რომელიც გადატვირთული კალენდრის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

„მე არ მესმის, თუ როგორ არის ჩვენი განრიგი შედგენილი, თუმცა აღარ ვაპირებ, რომ ამ გაუგებრობასთან ვიბრძოლო“.

- ამბობდა პეპი.

„სიტი“ „ევერტონს“ დღეს ესტუმრება და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ, „რეალთან“ მატჩამდე გუნდს დასასვენებლად 24 საათით ნაკლები ექნება. ეს იმის გამო ხდება, რომ გუშინ ევროვიზიის ფინალს ლივერპულმა უმასპინძლა.

„რეალმა“ კი თავისი მატჩი შაბათს ჩაატარა და „ხეტაფეს“ გადახალისებული შემადგენლობით 1:0 მოუგო.

„გუარდიოლა უჩიოდა კალენდარს, რომელიც, როგორც არაერთხელ ვთქვით, ძალიან გადატვირთულია.

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალამდე 1 დღით ნაკლები ჩვენ დავისვენეთ, ახლა კი სიტის ჯერია. ეს არის კალენდარი და მეტი არაფერია სათქმელი.

როდესაც გუარდიოლა მართალია, მაშინ ის მართალია. ყველა მწვრთნელი წუწუნებს კალენდარზე და მომავალში ვიღაცამ რაღაც უნდა გააკეთოს“,

- განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „სიტი“ „რეალის“ მატჩი ოთხშაბათს 17 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ახლო მეგობრები არ მყავს, ფეხბურთი საკმარისია“ - მე კევინ დე ბრუინი ვარ
“ახლო მეგობრები არ მყავს, ფეხბურთი საკმარისია“ - მე კევინ დე ბრუინი ვარ