გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი, ეთერ ასკილაშვილი
Aa
Aa

ბრაზილია დავამარცხეთ - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალშია

ძიუდოში, მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდური პირველობით დასრულდება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველ ეტაპზე მონღოლეთი დაამარცხა, მერვედფინალში ბრაზილიას 4:3 სძლია. გადამწყვეტი შეხვედრა ლუკა მაისურაძემ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელებთან დაპირისპირებაში ლუკამ ორ შეხვედრაში გაიმარჯვა. მის გარდა გურამ თუშიშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა გაიმარჯვეს. ეთერ ლიპარტელიანის, ეთერ ასკილაშვილისა და სოფიო სომხიშვილის გამოსვლა წარუმატებელი იყო.

საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში იაპონიას შეხვდება.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური პირველობის პირველ ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მონღოლეთი 4:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მხრიდან გამარჯვებები ლაშა ბექაურმა (90კგ), სოფიო სომხიშვილმა (+100), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ეთერ ასკილაშვილმა (63კგ) მოიპოვეს. ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) და გელა ზაალიშვილმა (+100) შეხვედრები დათმეს. გადამწყვეტი დაპირისპირება ეთერ ასკილაშვილმა მოიგო და გამარჯვება საქართველოს დარჩა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ გამოსვლებში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა. 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მამაკაცთა შორის პირველ ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მონღოლეთი დამარცხებულია - ქართველი ქალი ძიუდოისტების ბრწყინვალე გამოსვლა
მონღოლეთი დამარცხებულია - ქართველი ქალი ძიუდოისტების ბრწყინვალე გამოსვლა