ვაკო ყაზაიშვილი, ულსან ჰიუნდაი
Aa
Aa

4 გოლი ბოლო 4 მატჩში - ყაზაიშვილის მაღალი შედეგიანობა K ლიგაში

სამხრეთ კორეის ჩემპიონატში „ულსან ჰიუნდაიმ“ შინ „სეული“ 3:2 დაამარცხა. 49-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, მასპინძელთა ქართველმა შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა „ულსან ჰიუნდაი“ დააწინაურა, მეტოქის საჯარიმოში ბურთი ოსტატურად მიიღო და ახლო მანძილიდან გაიტანა. 68-ე წუთზე დაახლობით იდენტური ადგილიდან ძლიერი დარტყმით დუბლი შეასრულა.

30 წლის ვაკო ყაზაიშვილმა, რომელიც სამხრეთ კორეაში მესამე სეზონს ატარებს, მიმდინარე სეზონის K ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ 5 გოლის გატანა ბოლო ექვს მატჩში მოახერხა. ასევე, ბოლო 4 შეხვედრაში მის აქტივში 4 გოლია.

13 ტურის შემდეგ „უსლან ჰიუნდაი“ 34 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „სეულს“ 11 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები