ფერან ტორესი
Aa
Aa

ბარსელონა ტორესს ასტონ ვილაში ყიდის - შეთანხმება რეალურია

„ბარსელონა“ ზაფხულში შემადგენლობაში დიდ ცვლილებებს გეგმავს, რომლისთვისაც პირველ რიგში ფეხბურთელების გაყიდვა და ხელფასების შემცირებაა საჭირო.

უკვე გადაწყვეტილია, რომ გუნდიდან მიდის სერხიო ბუსკეტსი, დიდი შანსია წავიდეს ხორდი ალბაც, რაც სახელფასო ჭერს საგრძნობლად შეამცირებს. ასევე საუბარია რაფინიას გაყიდვაზე, რომელსაც პრემიერ ლიგიდან რამდენიმე მსურველი ჰყავს და მის სანაცვლოდ 60-დან 80 მილიონ ევრომდე იხდიან.

„ბარსელონას“ ანსუ ფატის გაყიდვაც სურს, რომლის დამატება „ვულვზს“ სურს. დღეს კი Sport-მა დაწერა, რომ ინგლისიდან მსურველი ფერან ტორესსაც გამოუჩნდა, რომლის გადაბირების სურვილი უნაი ემერის „ასტონ ვილას“ აქვს.

წყაროს ცნობით, „ბარსა“ ტორესს სულ მცირე 42 მილიონ ევროდ შეელევა. ახალი სეზონიდან ბირმინგემელთა სპორტული დირექტორი „ბარსელონადან“ წასული მატეუ ალემანი იქნება, რაც ტრანსფერის ალბათობას ერთიორად ზრდის.

უნაი ემერი ტრანსფერის მომხრეა. ტორესის გაშვებაზე თანახმაა ჩავიც, რომელიც მის გუნდში ფერანის ადგილს ვეღარ ხედავს.

ფერანმა „ბარსელონაში“ 64 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანელმა „ბლაუგრანას“ ქომაგებს თავი ძირითადად გაფუჭებული მომენტებით დაამახსოვრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავმდაბალი ინგუში ტალანტი, რომელმაც საქართველო აირჩია
თავმდაბალი ინგუში ტალანტი, რომელმაც საქართველო აირჩია