ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, სოფიან ამრაბატი
Aa
Aa

AS: “ზაფხულში ბარსას მხოლოდ 1 დიდი ტრანსფერის განხორციელება შეეძლება“

ესპანური გამოცემა AS „ბარსელონას“ სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კატალონიურ გრანდს მხოლოდ ერთი დიდი ტრანსფერის განხორციელების უფლება ექნებათ.

მომავალ სეზონში ბარსას ბუსკეტსი აღარ ეყოლება და ბარსა მის შემცვლელად ზუბიმენდის განიხილავს. „ბლაუგრანას“ ასევე ფოიტიც სურს. „სოსიედადის“ ნახევარმცველის გადმობირება ჩავის პრიორიტეტია, თუმცა ლაპორტას სხვა შეხედულება აქვს.

„ბლაუგრანას“ პრეზიდენტს სოფიან ამრაბატი სურს, რომელსაც „ფიორენტინაში“ შესანიშნავი სეზონი აქვს და მუნდიალზე თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. ყველაზე ნაკლები შანსი ფოიტს აქვს. აღსანიშნავია, რომ ფოიტიც და ზუბიმენდიც 60 მილიონი ევრო დაჯდება.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, სეზონი დასრულების შემდეგ „ბარსელონას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ილქაი გიუნდოგანი შეუერთდება. ასევე განიხილება ლეო მესის დაბრუნების საკითხიც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფატიმ შესაძლოა ვულვზთან გარიგება ჩაშალოს
ფატიმ შესაძლოა ვულვზთან გარიგება ჩაშალოს