ილქაი გიუნდოგანი
Aa
Aa

ხელფასს შეიმცირებს - გიუნდოგანი ბარსას 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა

ილქაი გიუნდოგანი „ბარსელონაში“ გადასვლას უახლოვდება. გერმანელმა ნახევარმცველმა „ბლაუგრანასკენ“ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, გიუნდოგანი ხელფასის შემცირებას დათანხმდა და დიდი შანსია, რომ ზაფხულში „ბარსას“ უფასოდ შეუერთდება. ის ჩავის სასურველ მოთამაშეთა სიაში მესისა და სუბიმენდის შემდეგ მესამეა.

ჩავის გიუნდოგანი მისი მრავალმხრივობის გამო მოსწონს. გერმანელს ნახევარდაცვაში სამივე პოზიციაზე შეუძლია თამაში. გარდა ამისა, გუარდიოლასთან 2016 წლიდან მუშაობს და „ბარსელონურ“ სტილთან ადაპტაციას მარტივად გაივლის.

წყაროს ცნობით, გიუნდოგანმა უკვე დაადასტურა, რომ „ბარსელონაში“ თამაშის სურვილი აქვს. „სიტი“ მას მხოლოდ 1-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, მას კი „ბარსაში“ ნაკლები ხელფასით, მაგრამ გრძელვადიანი (3 წლით) კონტრაქტით თამაში სურს. გერმანელი ნახევარმცველი „ქალაქელთა“ რიგებში წლიურად 10.5 მილიონ ევროს იღებს.

მოსალოდნელია, რომ გიუნდოგანი „ბლაუგრანაში“ მხოლოდ 6 მილიონს მიიღებს. ფეხბურთელის გეგმებში ხელფასის შემცირება არ შედიოდა, თუმცა „ბარსას“ მიმართ მას სიმპათიები ყოველთვის ჰქონდა და ამ ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

თურქული წარმომავლობის გერმანელი ნახევარმცველი ამჟამად 32 წლისაა და მას „ბარსელონაში“ თამაში 35 წლამდე სურს. როგორც Mundo Deportivo წერს, მისი აგენტი, რომელიც ასევე ანდრეას კრისტენსენსაც წარმოადგენს, „ბარსელონასთან“ ფეარ პლეის წესების დაცვაზე მუშაობს, რათა ფეხბურთელის რეგისტრაციის მხრივ პრობლემები არ შეიქმნას.

ესპანელი ჟურნალისტი ჩავი მიგელი ამბობს, რომ გიუნდოგანის ტრანსფერი ჯერ კიდევ 3 თვის წინ იყო გადაწყვეტილი, როდესაც ფეხბურთელმა თანხმობა ჩავის პირადი საუბრისას უთხრა.

„მანჩესტერ სიტის“ 32 წლის კაპიტანმა მიმდინარე სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 46 მატჩში 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერნარდუ: ოქროს ბურთს მესის მივცემდი, თუმცა თუ ჰოლანდმა ლიგა მოიგო...
ბერნარდუ: ოქროს ბურთს მესის მივცემდი, თუმცა თუ ჰოლანდმა ლიგა მოიგო...