ფატიმ შესაძლოა ვულვზთან გარიგება ჩაშალოს
გასულ კვირაში ესპანურმა და ბრიტანულმა გამოცემებმა დაწერეს, რომ „ბარსელონა“ ჟორჟე მენდეშის დახმარებით „ვულვზთან“ შეთანხმებასთან ახლოს იყო. კერძოდ, ინგლისელები 30 მილიონ ევროსა და რუბენ ნევეშს თმობდნენ, სანაცვლოდ კი ანსუ ფატი მიჰყავდათ. ორივე მხარე ამ გარიგებაზე თანახმა იყო, მაგრამ შესაძლოა ფეხბურთელმა ყველაფერი ჩაშალოს.
Sport-ის ცნობით, ფატის არ სურს ითამაშოს ისეთ კლუბში, რომელიც ევროტურნირებზე არ იმყოფება.
თუ ანსუ უარს იტყვის, მის აგენტს მენდეშს მოუწევს მოიძიოს გაცვლის სხვა ვარიანტები.
„ვულვზთან“ გარიგებაში შეიძლება ფატის ნაცვლად სერჟინიო დესტი, ნიკო გონსალესი ან აბდე ეზალზული ჩაერთოს. ბარტერში მოთამაშეების ჩართვის გარეშე ინგლისური კლუბი ნევეშისთვის 50 მილიონ ევროს ითხოვს და „ბარსას“ ამხელა თანხის გადახდა არ შეუძლია და არც აწყობს.
შეგახსენებთ, რომ „ბარსა“ საყრდენის პოზიციაზე ბუსკეტსის შემცვლელს ეძებს. პრეზიდენტი ლაპორტასა და ჩავის პოზიციები აქ ერთმანეთს ვერ ემთხვევა. მწვრთნელს „სოსიედადიან“ სუბიმენდის დამატება სურს, ლაპორტას კი ნევეში და ამრაბატი მოსწონს.