ჯიმი ბატლერი, ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

NBA: ლეიკერსმა გოლდენ სტეიტი გააგდო, მაიამიმ ნიუ იორკი

გამთენიისას NBA-ში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა. ლოს ანჯელესში „ლეიკერსმა“ „გოლდენ სტეიტს“ 122:101 მოუგო და სერიაში 4:2 გაიმარჯვა.

„ლეიკერსმა“ მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და უბრალოდ შანსი არ მისცა. ლოს ანჯელესელებმა ოთხივე მეოთხედის მოგება შეძლეს და ქომაგები თითქმის არ უნერვიულებიათ.

თითქმის სამმაგი დუბლი ჰქონდა „მეფეს“. ლებრონმა 30 ქულა, 9 მოხსნა და 9 გადაცემა გაიფორმა. ენტონი დევისს 17 ქულა და 20 მოხსნა ჰქონდა. ოსტინ რივსს 23 ქულა, დეანჯელო რასელს 19, ხოლო ლუნი უოკერს 17.

მეტოქისგან განსხვავებით გუნდური კალათბურთი ვერ ითამაშა „გოლდენ სტეიტმა“, რომელსაც კვლავ სტეფ კარიმ ულიდერა და სხვებს უბრალოდ ეძინათ. „ოქროს ბუჭუნას“ 32 ქულა, 6 მოხსნა და 5 გადაცემა ჰქონდა. დონი დივიჩენცოს 17 ქულა, დრეიმონდ გრინს 9 ქულა და 9 მოხსნა, კლეი ტომპსონს კი მხოლოდ 18 ქულა. კევონ ლუნის 9 ქულა და 18 მოხსნა.

ამრიგად, დასავლეთ კონფერენციის ფინალში „ლეიკერსი“ ნიკოლა იოკიჩის „დენვერს“ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 17 მაისს 04:30 საათზე გაიმართება.

პირველი ფინალისტი გამოვლინდა აღმოსავლეთ კონფერენციაში და ეს „მაიამი ჰიტია“, რომელმაც „ნიუ იორკ ნიქსს“ 96:92 მოუგო და სერიაში 4:2 გაიმარჯვა.

„ნიქსმა“ მხოლოდ პირველი მეოთხედის მოგება შეძლო და დარჩენილი სამი კი წააგო. „ჰიტის“ მხრიდან ტრადიციულად ჯიმი ბატლერი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულა, 8 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა. 23 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა ადებაიოს.

„ნიქსს“ 41 ქულით ჯეილენ ბრანსონმა ულიდერა. ჯულიუს რენდლს 15 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა.

აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ფინალისტის ვინაობა „ბოსტონსა“ და „ფილადელფიას“ შორის მე-7 შეხვედრაში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
NBA: იოკიჩის სამმაგი დუბლი - დენვერი ნახევარფინალშია
NBA: იოკიჩის სამმაგი დუბლი - დენვერი ნახევარფინალშია