შერმადინის კარგი მატჩი და ისტორიული მიღწევა | ტენერიფეს მარცხი ბოლო წამებზე
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგას ახალი გამარჯვებული ეყოლება. მოქმედი ჩემპიონი, გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ გათამაშებას ნახევარფინალურ ეტაპზე გამოეთიშა და „ჰაპოელ იერუსალიმთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.
Es un +4 de @JerusalemBasket al descanso.
— Baezket (@Baezket) May 12, 2023
Shermadini, con 13 puntos, está siendo el mejor en @CB1939Canarias.
30-34pic.twitter.com/ieVmkkJPCT
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალს მალაგა მასპინძლობს და შერმადინის გუნდი სასურველ შედეგთან ძალიან ახლოს იყო. „ლენოვო ტენერიფემ“ საწყისი 3 მეოთხედი ცუდად ჩაატარა და ბოლო ათწუთეულის წინ 10 ქულით აგებდა, თუმცა თამაშში დაბრუნდა. გიომ და კომპანიამ ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი ოთხი ქულით დაწინაურდნენ - 67:63.
„ჰაპოელ იერუსალიმმა“ ბოლომდე იბრძოლა და ჯარიმით ჩაგდებული სამქულიანით წონასწორობა აღადგინა. მომდევნო შეტევაში შერმადინზე წესები დაარღვიეს და გიოს 2 საჯარიმო სროლის შესრულების უფლება მიეცა. საფინალო სირენამდე 36 წამით ადრე, ქართველმა მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და ანგარიში 68:67 გახადა. მომდევნო შეტევაში „ჰაპოელ იერუსალიმი“ 2-ქულიანით წინ გაიჭრა და „ლენოვო ტენერიფეს“ მოსაგებად 20 წამი ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
შერმადინმა მაგარი მატჩი ჩაატარა და 18 ქულა, 6 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე) და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გიომ ისტორია დაწერა, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე 900-ქულიან ნიშნულს გადასცდა (ამ მატჩამდე 891 ჰქონდა) და მეორე კალათბურთელი გახდა, ვინც ეს გააკეთა. ამ ტურნირზე მასზე მეტი ქულა მხოლოდ ვოიტეხ ჰრუბანს აქვს ჩაგდებული (996). ქართველმა ცენტრმა 11-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. ესპანელთა მაისურით, მასზე მეტი ქულა მხოლოდ მარსელინიო უერტასს ჰქონდა - 20.
????¡2 puntos anotados de mate por el jugador del @CB1939Canarias, Giorgi Shermadini, que acorta distancia para remontar el marcador!
— RTVC (@RTVCes) May 12, 2023
➡️En directo en: https://t.co/SEpqcwGJKX pic.twitter.com/gAIBlTYXV5
ამრიგად, შერმადინის გუნდი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს და მისი მეტოქის ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა. თბილისის დროით, 22:30-ზე, მეორე ნახევარფინალში, „უნიკახა“ „ბონს“ გაეჯიბრებაa