მსოფლიო ჩემპიონატი - სახილ ალახვერდოვი ფინალში გავიდა
ტაშკენტში მიმდინარე კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე სახილ ალახვერდოვი ფინალში გავიდა.
ქართველმა მოკრივემ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კუბელი ალეხანდრო კლარო ფიცი იოლად დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ყაზახ სანჟარ ტაშკენბაის შეხვდება.
ალახვერდოვმა ნახევარფინალამდე 2 მეტოქეს ინდოელ გოვინ კუმარ საჰანსა და ბულგარელ ერგიუნალ სებატინს აჯობა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 14 მაისს გაიმართება.
დღესვე თავიანთი ნახევარფინალები ლაშა გურულმა და გიორგი ყუშიტაშვილმა დათმეს და მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
ლაშა გურული ყაზახ დულატ ბეკბაუვთან დამარცხდა, ხოლო ყურშიტაშვილმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ალფონსო დომინგეშთან წააგო.