გაბრიელე გრავინა
Aa
Aa

„ნაპოლიმ დაამტკიცა, რომ იდეები ფულზე მნიშვნელოვანია“ - ამბობს გრავინა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გაბრიელე გრავინა „ნაპოლის“ ჩემპიონობას გამოეხმაურა. გრავინა ერთ-ერთი ადგილობრივი სპორტული გადაცემის სტუმარი იყო და განაცხადა, რომ „პარტენოპეის“ ტრიუმფი განსაკუთრებული გახლდათ.

„ნაპოლიმ დაამტკიცა, რომ იდეებს აქტუალურობა არ დაუკარგავთ და ფულზე დიდი მნიშვნელობა აქვთ. კლუბის მენეჯმენტი პრიორიტეტების მიხედვით მოქმედებს და არ ყიდულობს ფეხბურთელებს, რომლებსაც შემდეგ წარმატებაში გადამწყვეტი როლი არ აქვთ“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი მესამედ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა, ამაში კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა შეიტანა. ხვიჩამ, „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 33 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამასთან, ქართველმა შემტევმა სამი თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა.

ცნობისთვის, „პარტენოპეიმ“ იტალიის ჩემპიონობა 33-ე ტურში, „უდინეზესთან“ ფრის შედეგად გაინაღდა, 7 მაისს კი საკუთარ მოედანზე „ფიორენტინასთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთელებმა ჩემპიონობა დიეგო მარადონას სტადიონზე იზეიმეს. იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური არის დარჩენილი, „ნაპოლი“ კი მომდევნო შეხვედრაში „მონცას“ 14 მაისს დაუპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარი გამოწვევა წინ ელოდებათ“ – Forbes-ის სტატია ხვიჩას ნაპოლიზე
„მთავარი გამოწვევა წინ ელოდებათ“ – Forbes-ის სტატია ხვიჩას ნაპოლიზე