ტებასი: ბუსკეტსის წასვლა მესის დაბრუნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა COPE-სთან „ბარსელონას“ შესახებ ისაუბრა და სერხიო ბუსკეტსის წასვლას, მესის დასაბრუნებლად წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
„ბუსკეტსის წასვლა მესის დაბრუნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი გახლავთ. მაგრამ, მიუხედავად ამ ფაქტისა, ბარსელონას ჯერ კიდევ ბევრი რაღაცის გაკეთება მოუწევს, რათა ეკონომიკურად ლეოს დასაბრუნებლად მზად იყოს.
ლეოს დაბრუნება ჩემზე დამოკიდებული არ არის, მე არ ვიღემ ამ გადაწყვეტილებას. ამ საქმეში მთავარი ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც ბარსას ხელშია“.
ეკონომიკურ საკითხებში კატალონიური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ედუარდ რომეუ ამბობს, რომ მათ მიერ ლა ლიგისთვის გაგზავნილი ფინანსური გეგმა დამტკიცდება და კლუბი ამას პოზიტიურად უყურებს.
19 მაისს ლა ლიგის დელეგატთა კომისიის კრება იქნება, სადაც „ბარსელონას“ გეგმის დამტკიცება უნდა მოხდეს. სავარაუდოდ ყველაფერი ამ დღეს გაირკვევა. კლუბში სჯერათ, რომ მესის დაბრუნება რეალურია და ამას შეძლებენ.