საიდუმლო გარიგება - სასჯელის მოხსნა ბოდიშის სანაცვლოდ
Aa
Aa

საიდუმლო გარიგება - სასჯელის მოხსნა ბოდიშის სანაცვლოდ

ლიონელ მესიმ პსჟ-ს დისკვალიფიკაციის მოხსნის გარანტიის სანაცვლოდ ბოდიში მოუხადა. კლუბსა და არგენტინელს საიდუმლო შეთანხმება აქვთ მიღწეული, რის შესახებაც ინფორმაციას ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მესიმ საუდის არაბეთში წასვლის გამო მიღებული 2-კვირიანი დისკვალიფიკაციის გამო სპეციალური ვიდეო ჩაწერა და ყველაფერი ახსნა. არგენტინელმა კლუბს გაურკვევლობისთვის ბოდიში მოუხადა.

RMC Sport-ის ცნობით, კლუბმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ მესის აცნობა. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ, ლეოს წარმომადგენლებმა სასჯელის გაუქმებაზე მუშაობა დაიწყეს.

მალევე მესის წარმომადგენლები ამის შესახებ პსჟ-ს დაუკავშირდნენ და მათთან ერთად საიდუმლო შეთანხმება გააფორმეს. ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ტექსტში მითითებულია, რომ მესი ვარჯიშს მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც მომხდარის გამო ბოდიშს მოიხდის. შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი მატჩებში მონაწილეობაზე. ჯერჯერობით საუბარი ვარჯიშებში მონაწილეობის მიღებაზეა.

მესის წარმომადგენლებს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, პსჟ-მ კი ასეთი შეთანხმების არსებობა უარყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ავსტრიული და შოტლანდიური ვარიანტი | ჩაკვეტაძეს მსურველები გამოუჩნდნენ
ავსტრიული და შოტლანდიური ვარიანტი | ჩაკვეტაძეს მსურველები გამოუჩნდნენ