ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური
Aa
Aa

ისტორიული ფინალი - ლუკა მაისურაძემ ლაშა ბექაური დაამარცხა

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა, რადგან -90 კგ. კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ეს ისტორიაში პირველად მოხდა. ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძეს დაუპირისპირდა და გამარჯვება ოქროს დროში მაისურაძეს დარჩა.

ძირითად დროში გამარჯვება ვერცერთმა შეძლო. ბრძოლა ძირითადად ფრთხილ სტილში მიმდინარეობდა. გამარჯვებულის ბედი ოქროს დროში გამოვლინდა, სადაც ლუკა მაისურაძემ მოულოდნელი და ძალიან ეფექტური ვაზარით გამარჯვების მოპოვება შეძლო.


შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურმა ნახევარფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა. ლუკა მაისურაძემ კი იტალიელ კრისტიან პარლატის ბარიერი ვაზარით დაძლია.

აქვე გეტყვით, რომ ამ ფინალამდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი იყო. მსოფლიო ჩემპიონი -81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი -60 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა. დღეს კი ჩვენი გუნდის აქტივს კიდევ 1 ოქროსა და ასევე 1 ვერცხლის მედლით შეივსო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ერთადერთია, ვისთანაც არ ვიჩხუბებ“ - ალჯო თოფურიაზე
„ერთადერთია, ვისთანაც არ ვიჩხუბებ“ - ალჯო თოფურიაზე