გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ავსტრიული და შოტლანდიური ვარიანტი | ჩაკვეტაძეს მსურველები გამოუჩნდნენ

საქართველოს ნაკრებისა და „სლოვანის“ ფეხბურთელს, გიორგი ჩაკვეტაძეს ორი მსურველი გამოუჩნდა. ქართველი შემტევი „გენტის“ საკუთრებაა, სლოვაკურ კლუბში იჯარის წესით ასპარეზობს და ბელგიურ პრესას თუ დავუჯერებთ, არის შანსი, ზაფხულში ადგილსამყოფელი გამოიცვალოს.

ცნობილი გაზეთის, Het Nieuwsblad-ის ინფორმაციით, „ჩაკვეს“ საკუთარ რიგებში ხილვით შოტლანდიური „აბერდინი“ და ავსტრიული „რაპიდი“ ინტერესდებიან. ისინი 23 წლის შემტევს აკვირდებიან და დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „გენტს“ წინადადებით მიმართავენ.

Het Nieuwsblad-ის მიხედვით, ტრანსფერის გასაჩარხად საჭირო ფინანსები ორივე გუნდს აქვს და ეს საკითხი პრობლემა არ იქნება, თუმცა კლუბებს მისი იჯარის წესით გაფორმება სურთ. „გენტის“ პრიორიტეტი ჩაკვეტაძის გასხვისებაა და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელი 2.2 მილიონ ევროდაა შეფასებული. მიმდინარე სეზონში, „სლოვანის“ მაისურით მან მონაწილეობა 42 შეხვედრაში მიიღო და 1 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემს ნაპოლიზე უკეთესი გუნდია“ - ძოლა კვარას პარტენოპეიზე
„ჩემს ნაპოლიზე უკეთესი გუნდია“ - ძოლა კვარას პარტენოპეიზე