სტივენ ჯერარდი
Aa
Aa

ჯერარდი: მილანის თამაში საშინელება იყო, ლიგის დონესთან შორსაა

სტივენ ჯერარდმა ჩემპიონთა ლიგაზე მილანური დერბის შემდეგ, „როსონერი“ გააკრიტიკა და მათ თამაშს ამ ტურნირისთვის შეუფერებელი დონე უწოდა.

„მილანის თამაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის დონესთან იმდენად შორს არის, რომ ეს საშინელებაა. ისინი მოედანზე გუნდის შთაბეჭდილებას არ ტოვებდნენ და ჯგუფურად ვერ მოქმედებდნენ.

რაც შეეხება მეორე გოლს, გუნდის გული მოედანზე ვერ დავინახე. ტონალი უაღრესად ზარმაცად თამაშობდა, რის გამოც მეტოქეს გაქცევის საშუალება მისცა. ორ ცენტრალურ ნახევარმცველს შორის არანაირი ურთიერთობა, კომუნიკაცია არ ყოფილა.

მთელი 90 წუთის განმავლობაში, მილანის ორივე ცენტრალური მცველი და ცენტრალური ნახევარმცველი პასიური და სუსტი იყო“,

- განუცხადა BT Sport-ს „ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ „მილანს“ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად მოუგო. აქამდე „როსონერის“ 4 მატჩიდან 2 მოგება და 2 ფრე ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა ვუყურებ, სკორსეზეს ფილმები მახსენდება“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
„როცა ვუყურებ, სკორსეზეს ფილმები მახსენდება“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე