გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ინტერესი პრემიერ ლიგიდან | კლუბები, რომლებიც მამარდას აქტიურად აკვირდებიან

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი პრემიერ ლიგის კლუბების რადარზე იმყოფება. ბრიტანულ და ესპანურ პრესაში ამ საკითხზე რამდენიმე კვირაა წერენ და El Desmarque-ის მიხედვით, ინგლისური კლუბები „მამარდას“ თამაშს აქტიურად აკვირდებიან.

„3 კლუბი გიორგის თამაშს არასდროს აცდენს. საუბარი ლესტერზე, ვესტ ჰემზე და კრისტალ პალასზეა“, - წერს ესპანური გამოცემა და აცხადებს, რომ ქართველი ახალგაზრდა და იუნუს მუსა „ვალენსიას“ ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენენ. კლუბი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს მათი გასხვისებით შეეცდება.

„მამარდას“ მომავალზე ინფორმაცია El Chiringuito-მაც გაავრცელა და ფეხბურთელებს შორის, რომლებიც დიდი ალბათობით, „მესტალიას“ ზაფხულში დატოვებენ, ქართველი გოლკიპერიც დაასახელა. გუშინ, „ჩეს“ პრეზიდენტი, პიტერ ლიმი კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდა და სამომავლო გეგმები განიხილა. ერთ-ერთი სწორედ სატრანსფერო პოლიტიკა და გიორგის გაშვება გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ მამარდაშვილის სანაცვლოდ მინიმუმ 25 მილიონ ევროს მოითხოვს, რასაც ბონუსებით გათვალისწინებული „დიდი თანხა“ დაემატება. ამასთან, „ღამურებს“ სურთ, მის ხელშეკრულებაში ჩადონ პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ გიორგის ახალი კლუბი მას გაყიდის, მიღებული თანხის პროცენტი „ვალენსიას“ უნდა გადაურიცხოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რატომ დავუბრუნე ქურთუკი? არ მინდოდა გაციებულიყო“ - დვალიშვილი ო'მალიზე
„რატომ დავუბრუნე ქურთუკი? არ მინდოდა გაციებულიყო“ - დვალიშვილი ო'მალიზე