„როცა ვუყურებ, სკორსეზეს ფილმები მახსენდება“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, მარკო ჩირიელომ რადიო Marte Sport Live-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ის სკორსეზეს ფილმის პერსონაჟს შეადარა.
რას ამბობს ჩირიელო:
კვარაცხელიამ ფეხბურთში გამოჩენით ძალიან გაგვამხიარულა. არსებობენ მის მსგავსად ნიჭიერი ფეხბურთელები, მაგალითად ფოდენი, მაგრამ ის კვარასავით სიამოვნებს ვერ გვანიჭებს. მას რომ ვუყურებ, მახსენდება ქუჩის ფეხბურთი, ტალახი, მანქანები კარებებად... „ფიორენტინასთან“ შემოვიდა და თამაში შეცვალა.
კვარა ყოველთვის ბავშვივით თამაშობს, ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. როდესაც მას ვუყურებ, ყოველთვის ველოდები, რომ როგორც მარტინ სკორსეზეს ფილმიდან ჯო პეში გამოჩნდება. ის „ნაპოლიში“ ჯო პეშია, ოსიმენი კი ქარი. ზოგჯერ, ზედმეტი ენთუზიაზმის გამო შეცდომებს უშვებს და გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ცოტას მხიარულობს, მაგრამ ესეც ნორმალურია. მისი საქმე გოლების გატანაა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობა 33-წლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე იზეიმა, რაშიც ლომის წვლილი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს მიუძღვით.