„რატომ დავუბრუნე ქურთუკი? არ მინდოდა გაციებულიყო“ - დვალიშვილი ო'მალიზე
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა და სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის პირველმა ნომერმა, მერაბ დვალიშვილმა MMAFightingonSBN-ზე, გადაცემა MMA Hour-ში პირდაპირი ჩართვის დროს, შონ ო’მალის ქურთულის მოპარვის ისტორია გაიხსენა.
რა თქვა „მაქნანამ“:
როდესაც ბრძოლა მორჩა, უბრალოდ ალჯოს ვუყურებდით, მის ინტერვიუს ვისმენდით. ამ დროის კი არსაიდან ო’მალი შემოვიდა და მასთან დაიწყო კამათი. ვეცადეთ, ალჯოსთან სწრაფად მივსულიყავით, რომ რამე არ მომხდარიყო. ყოველი შემთხვევისთვის, მის გვერდით დავდექი.
უცბად, ქურთუკის გახდა დაიწყო, მის გვერდით ვიდექი და ქურთუკის გამორთმევის სურვილი გამიჩნდა. როდესაც გაიხადა, მას ვითომ დაჭერაში დავეხმარე და უცბად გამოვართვი. ჩემს გვერდით ალ იაკინტა იდგა და მითხრა, რომ არ დამებრუნებინა, მე კი ვუპასუხე, რომ უკეთესი იდეა მქონდა და ჩავიცვი. შემდეგ მის რეაქციას დაველოდე, მაინტერესებდა რას გააკეთებდა.
Merab Dvalishvili is the REAL winner of Aljamin Sterling vs. Henry fight for stealing Sean O'Malley's jacket! ???????????????????? #UFC288 pic.twitter.com/iObYXTlXIT
— ⚜ WHO DAT Cool Breesy ⚜ (@Steve2duhO) May 7, 2023
ალჯო და ო’მალი კამათს აგრძელებდნენ და როგორც კი დაცვა მათკენ შეტრიალდა, დრო ვიხელთე, გალიისკენ გავიქეცი და ახალი ქურთუკის მოპოვება აღვნიშნე. მეშინოდა, რომ არ მომერგებოდა, რადგან დიდი კუნთოვანი მასა მაქვს, ო’მალი კი გამხდარი და მაღალია, შესაძლოა ნაძვის ხესაც ჰგავს, მაგრამ მომერგო.
გაბრაზდა თუ არა ჩემზე? როდესაც გალიაზე ავხტი, უბრალოდ ბედნიერი ვიყავი, როგორც ყოველთვის... განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჩემი გუნდი იგებს, ალჯო იგებს... ამით ყოველთვის ბედნიერი ვარ. ის ნაძვის ხე რას ფიქრობდა არ მაინტერესებს. ხანდახან, ის სასაცილოა, ხანდახან პატარა ბიჭივით იქცევა. ზოგჯერ მომწონს, ზოგჯერ არა... მან არასდროს არ უნდა გამოხატოს უპატივცემულობა ჩემპიონის მიმართ და ბავშვივით არ უნდა მოიქცეს. როდესაც გალიიდან ჩამოვხტი, დავინახე, რომ გაბრაზებული იყო. არ მინდოდა დრამა და მასთან ჩხუბი... დავინახე, რომ დენა უაითიც იქვე იდგა და ორივეს უნდოდა რაღაცის თქმა... საბოლოოდ, აღარ დავდგი დრამა, დავინახე, რომ შიშველი იდგა და შემეცოდა. გამხდარი, სუსტი ბიჭია და არ მინდოდა, რომ გაციებულიყო. ამის გამო დავუბრუნე ქურთუკი, მაგრამ მას ჩემს ლოკაციას გავუგზავნი და შეუძლია, უკან გამომიგზავნოს.
Aljamain Sterling and Merab Dvalishvili are the most mischievous duo in MMA pic.twitter.com/OQVA0SiYPX
— Bloody Elbow (@BloodyElbow) May 8, 2023
შეგახსენებთ, რომ 7 მაისს, UFC 288-ზე ალჯამეინ სტერლინგმა ჰენრი სეხუდო მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მეოთხედ დაიცვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ალჯოსთან შონ ო’მალი მივიდა და საბრძოლველად გამოიწვია, რასაც იამაიკელი მებრძოლი დათანხმდა. ო’მალისა და ალჯოს ბრძოლას დიდი ალბათობით, მიმდინარე წლის სექტემბერში ვიხილავთ.