ედინ ჯეკო, ჰენრიხ მხითარიანი
Aa
Aa

ინტერმა მილანს აჯობა და ფინალთან ერთ ნაბიჯშია

ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ წყვილში მილანური დერბი ვიხილეთ. „სან სიროზე“ პირველ შეხვედრაში მასპინძლის სტატუსით „მილანი“ იყო, რომელმაც თანაქალაქელ „ინტერთან“ 0:2 წააგო და თავი ურთულეს მდგომარეობაში ჩაიგდო.

მე-8 და მე-11 წუთზე ჯეკომ და მხითარიანმა „როსონერი“ ნოკდაუნში ჩააგდო და ორი სწრაფი გოლი გაუტანეს.

„ინტერს“ მესამედ გატანა შეეძლო, თუმცა სიზუსტე დააკლდათ.

სიმონე ინძაგის გუნდმა გააზრებულად და დალაგებულად ითამაშა და რაფაელ ლეაოს გარეშე დარჩენილ „მილანს“ ბევრი შანსი არ მისცა.

თავის მხრივ სტეფანო პიოლიმ ლეაოს გარეშე გუნდის გადაწყობა ვერ შეძლო და მისმა გუნდმა იმ დონის ფეხბურთის თამაში ვეღარ შეძლო, რომელი „ნაპოლის“ წინააღმდეგ მეოთხედფინალში ვიხილეთ.

„ინტერმა" ჩემპიონთა ლიგაზე „მილანს" ისტორიაში პირველად მოუგო. აქამდე ისინი 4-ჯერ შეხვდნენ და „როსონერიმ" 2-ჯერ მოიგო, 2-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა.

განმეორებითი შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში შედგება და ამჯერად მასპინძელი „ინტერი“ იქნება. „მილანს“ კი ლეაო დაუბრუნდება და გუნდს ურთულესი ამოცანის გადაჭრაში დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუჩანოს ეს არ მოსწონს - რაზე ვერ თანხმდებიან სპალეტი და დე ლაურენტისი?
ლუჩანოს ეს არ მოსწონს - რაზე ვერ თანხმდებიან სპალეტი და დე ლაურენტისი?