სანტოსი
Aa
Aa

ფსონი საკუთარ თავზე დადო - ბაუერმანი სანტოსიდან გააგდეს

9 მაისს, დილას „სანტოსმა“ გუნდიდან მცველი ედუარდო გაბრიელ ბაუერმანი გააძევა. კლუბის პრეზიდენტი ანდრეს რუედა ფეხბურთელს პირადად შეხვდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ გასულ ორშაბათს გამოცემა Veja-მ ბაუერმანისა და ადგილობრივი ბანდის მეთაურის საუბრის აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა. აღნიშნულ პიროვნებას ტარიფებით მანიპულირების ფაქტზე ეძებენ, რომელიც ახლა მიმალვაში იმყოფება.

პროკურორის თქმით, „სანტოსის“ მცველმა გასულ წელს საკუთარ თავზე ფსონი 9000 ევროს ოდენობით დადო. ბაუერმანს „ავაისთან“ მატჩში ყვითელი ბარათი უნდა მიეღო, მაგრამ ვერ მიიღო.

თამაშის დასრულების შემდეგ, ის ე.გ. „მომხმარებელს“ ესაუბრა, რომლის ჩანაწერებიც უკვე გამოქვეყნდა და სკანდალი აგორდა. საინტერესო კიდევ ის გახლავთ, რომ მომდევნო მატჩში „ბოტაფოგოს“ წინააღმდეგ მას ისევ უნდა მიეღო ყვითელი ბარათი, მაგრამ მსაჯმა მას წითელი ბარათი ამოუღო.

საბოლოოდ, ეს ყველაფერი სპორტულ სამყაროში ვირუსივით გავრცელდა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ბაუერმანი გუნდიდან მოკვეთეს. ახლა ამ საქმეს პროკურატურა იძიებს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 27 წლის ცენტრალურ მცველს პატიმრობა არ ასცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუჩანოს ეს არ მოსწონს - რაზე ვერ თანხმდებიან სპალეტი და დე ლაურენტისი?
ლუჩანოს ეს არ მოსწონს - რაზე ვერ თანხმდებიან სპალეტი და დე ლაურენტისი?