მილანი
Aa
Aa

2028 წლამდე მილანში - ლეაომ კონტრაქტი გაახანგრძლივა

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რაფაელ ლეაუს გადაბირებას არაერთი ევროპული გრანდი ცდილობდა. ყველაზე დიდ ინტერესს კი ლონდონის „ჩელსი“ იჩენდა.

იყო პერიოდი, როდესაც პორტუგალიელი გარემარბი „როსონერიში“ უკმაყოფილო იყო და გუნდის შეცვლაზე ფიქრობდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა.

გავლენიანი გამოცემა „ბლიჩერი“ იუწყება, რომ ლეაომ „მილანთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა და იტალიიდან აბარგებას არ გეგმავს. ჯერჯერობით ხელშეკრულების სხვა დეტალები ცნობილი არ არის. ამ ინფორმაციას „მილანის“ ოფიციალური საიტი სულ მალე დაადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ რაფაელი „როსონერის“ შემადგენლობაში 2019 წელს ჩაირიცხა. 2019 წლიდან დღემდე, 23 წლის პორტუგალიელმა „მილანის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 159-ჯერ მოირგო, 40 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუსკეტსი მიდის - ვინ იქნება ბარსას კაპიტანი? მსურველი ბევრია
ბუსკეტსი მიდის - ვინ იქნება ბარსას კაპიტანი? მსურველი ბევრია