დევიდ ბექჰემი, რომეო ბექჰემი
Aa
Aa

რომეო ბექჰემის პირველი ოფიციალური ტიტული - დევიდი მატჩს არ ესწრებოდა

დევიდ ბექჰემის შვილი რომეო ბექჰემი „ინტერ მაიამის“ საკუთრებაა, მაგრამ ახლა იჯარის წესით „ბრენტფორდის“ მეორე გუნდში თამაშობს.

გუშინ, ინგლისურმა კლუბმა პრემიერ ლიგის 21-წლამდე ჩემპიონატი მოიგო. რომეოსთვის ეს კარიერაში პირველი ოფიციალური ტიტული გახლავთ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ დევიდ ბექჰემი საკუთარი შვილის მატჩს არ ესწრებოდა. ინგლისელი ვარსკვლავი მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირებას სანტიაგო ბერნაბეუდან ადევნებდა თვალს.

აღსანიშნავია, რომ რომეო ბექჰემი სათამაშო წუთებით დიდად კმაყოფილი არ არის და „ინტერ მაიამიში“ დაბრუნება სურს, მაგრამ „ბრენტფორდის“ ხელმძღვანელობა დევიდთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას აწარმოებს.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Il Mattino: დე ლაურენტისი ოსიმენს 160 მილიონად გაყიდის
Il Mattino: დე ლაურენტისი ოსიმენს 160 მილიონად გაყიდის