ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!

კატარში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კგ. კატეგორიის ფინალში ერთმანეთს კარგად ნაცნობი მეტოქეები ტატო გრიგალაშვილი და მატიას კასე დაუპირისპირდნენ. ოქროს მედალი კი ქართველს დარჩა.

2021 წლის ფინალშიც ტატო და კასე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაშინ ბელგიელმა მოიგო. 2022 წლის ფინალში კი გრიგალაშვილმა რევანში აიღო.

რაც შეეხება 2023 წლის ფინალს, ტატომ აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთზე ვაზარის აღების ორი მცდელობა ჰქონდა, თუმცა მეტოქეს მცირედით გაუმართლა.

გრიგალაშვილმა აგრესიული სტილი შეინარჩუნა და მეტოქეს ილეთის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა, საბოლოოდ, კასეს კიდევ ერთხელ შეუტია და ვაზარიც მოიპოვა. დარჩენილ დროში კი ბელგიელს არაფრის საშუალება არ მისცა და ფინალი სრულიად დამსახურებულად მოიგო.

ამრიგად, ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძიუდოში პირველი 2-გზის მსოფლიო ჩემპიონია.

ფინალამდე, გრიგალაშვილმა მეოთხედფინალში ვაჰიდ ბორჩაშვილი დამატებით დროში დაამარცხა, მანამდე კი ტაჯიკი შოდმონ რიზოევი და მაროკოელი აშრაფ მოუტი გამოთიშა ასპარეზობას.

ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში სამხ. კორეელი ჯუნჰვან ლი შეხვედრის დაწყებიდან 35 წამში ორი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეი ლონგო: „ყველა ამბობს, რომ სეხუდო მერაბისთვის რთული მეტოქეა, ასე არაა“
რეი ლონგო: „ყველა ამბობს, რომ სეხუდო მერაბისთვის რთული მეტოქეა, ასე არაა“