ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

„ერთადერთია, ვისთანაც არ ვიჩხუბებ“ - ალჯო თოფურიაზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ალჯამეინ სტერლინგი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასვლას აპირებს. „ალჯოს“ თქმით, იგი შონ ომალის დაამარცხებს და შემდეგ დივიზიონს გამოიცვლის, რათა მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ქამრის დასაკუთრების შანსი მისცეს.

სტერლინგს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობა და ტოპ 15-ის რამდენიმე მებრძოლთან ჩხუბი სურს, თუმცა მათ შორის ილია თოფურია არაა. „ალჯო“ Sporting News-ს ესაუბრა და დაადასტურა, რომ „ელ მატადორთან“ დაპირისპირება მის გეგმებში არ შედის.

„ქვემსუბუქ წონით დივიზიონში კიდევ ერთი ქართული ჩაქუჩი გვყავს ილია თოფურიას სახით. ილიას ვიცნობ და ის და მერაბი ძალიან კარგი მეგობრები არიან. მათი მეგობრობიდან გამომდინარე, თოფურია ის მებრძოლია, რომელთან ჩხუბსაც თავს ავარიდებდი. ილიასთან დრო გამიტარებია და ძალიან კარგი ბიჭია“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიას კარიერაში 13 ბრძოლა აქვს გამართული და არც ერთხელ დამარცხებულა. „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე ჯოშ ემეტია, რომელსაც 24 ივნისს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყოფილი მსაჯი დე ბრუინის გოლზე: „VAR ვერ ჩაერეოდა, შეტევის სხვა ფაზა იყო“
ყოფილი მსაჯი დე ბრუინის გოლზე: „VAR ვერ ჩაერეოდა, შეტევის სხვა ფაზა იყო“