ერლინგ ჰოლანდი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

კანი: „ჰოლანდის გასაფორმებლად ყველაფერი ვცადეთ, ოსიმენის ტრანსფერი დიდი რისკია“

„ბაიერნის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ოლივერ კანმა, რომელიც კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა, ერლინგ ჰოლანდზე და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა. კანის ინტერვიუ BILD-მა გაავრცელა და „რეკორდმაისტერის“ ყოფილმა მეკარემ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

„ერთი წლის წინ, ერლინგ ჰოლანდის გასაფორმებლად ყველაფერი გავაკეთეთ და ჩვენს ფინანსურ ლიმიტამდე მივედით. უნდა გადაგვეწყვიტა, თანახმა ვიყავით თუ არა სახელფასო სტრუქტურა დაგვერღვია და ამისთვის მზად არ აღმოვჩნდით. ასეთი რამ ბაიერნისთვის დამახასიათებელი არაა.

ოსიმენს რაც შეეხება, მისი გამოსასყიდი 150 მილიონი ევროა და როცა ამხელა თანხაზეა საუბარი, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, გვაძლევს თუ არა ფეხბურთელი გარანტიას. ვიქტორის გაფორმება ძალიან დიდი რისკი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენი „ბაიერნს“ რამდენჯერმე დაუკავშირეს და „რეკორდმაისტერის“ გარდა, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ჩელსის“ ვარიანტებიც გაჟღერდა. ჰოლანდს რაც შეეხება, ნორვეგიელი „მანჩესტერ სიტიში“ ბრწყინავს და პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 35 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყოფილი მსაჯი დე ბრუინის გოლზე: „VAR ვერ ჩაერეოდა, შეტევის სხვა ფაზა იყო“
ყოფილი მსაჯი დე ბრუინის გოლზე: „VAR ვერ ჩაერეოდა, შეტევის სხვა ფაზა იყო“