კევინ დე ბრუინი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ყოფილი მსაჯი დე ბრუინის გოლზე: „VAR ვერ ჩაერეოდა, შეტევის სხვა ფაზა იყო“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული მატჩით გაიხსნა, სადაც „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და ფინალისტის ვინაობა განმეორებით მატჩში გაირკვევა.

„სამეფო კლუბის“ მხრიდან ვინისიუს ჟუნიორი გამოირჩა, ბრაზილიელ ფეხბურთელს კი კევინ დე ბრუინმა უპასუხა, რომელმაც ანგარიში 67-ე წუთზე გაათანაბრა. მატჩის შემდეგ, „ბლანკოსის“ გულშემატკივრებმა მთავარი არბიტრი, არტურ შუარეშ დიაში გააკრიტიკეს და თქვეს, რომ დე ბრუინის გოლამდე ბურთმა გვერდითა ხაზი გადაკვეთა და მას აუტი უნდა დაენიშნა.

ბელგიელი ფეხბურთელის გოლზე AS-მა კომენტარი ყოფილ მსაჯს, ედუარდო იტურალდე გონსალესს სთხოვა და მან ახსნა, შუარეშ დიაშის გადაწყვეტილება რა ფაქტორმა განაპირობა: „ბურთს აუტის ხაზი ერთი მეტრითაც რომ გადაეკვეთა, აზრი არ ექნებოდა, რადგან მას შემდეგ, რაც კამავინგამ ის დაიბრუნა, საერთოდ სხვა ფაზა დაიწყო. VAR-ის ჩარევაზე უარის თქმა ტექნიკური გადაწყვეტილება იყო. ამ ეპიზოდში, შეტევის ერთსა და იმავე ფაზასთან საქმე არ გვქონია. კამავინგას ბურთი რომ არ დაებრუნებინა, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა და ვიდეორეფერის გამოიყენებდნენ, მაგრამ ედუარდოს ქმედებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა და ვითარება შეცვალა“.

შეგახსენებთ, რომ „სიტისა“ და „რეალის“ განმეორებითი მატჩი 17 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ | მიქაუტაძეს შანსი აქვს, თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს
ზედიზედ მეორედ | მიქაუტაძეს შანსი აქვს, თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს