გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ | მიქაუტაძეს შანსი აქვს, თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს

„მეცის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო 10 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. 22 წლის თავდამსხმელის თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა და გიორგის შეუძლია, ლიგა 2-ის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

საფრანგეთის პროფესიულ ფეხბურთელთა ასოციაციამ 3 მოთამაშე დაასახელა, რომლებიც თვის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსისთვის იბრძვიან. მათ შორის მიქაუტაძეც გახლავთ და ქართველი თავდამსხმელის კონკურენტები ნილს ნკუნკუ და ჯოშ მაია არიან. მიქაუტაძე ამ ჯილდოზე ზედიზედ მეორედაა ნომინირებული. მარტში ის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მისთვის მხარის დაჭერა ამ ბმულზე გადასვლითა და ხმის მიცემით შეგიძლიათ.

აპრილში, მიქაუტაძე შეუჩერებელი იყო და 6 გოლი გაიტანა. ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც მან მოედანი გოლის გარეშე დატოვა, „პაუსთან“ გამართული მატჩი იყო - 1:1.

შეგახსენებთ, რომ „მეცს“ 62 ქულა აქვს და ლიგა 1-ის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის. გიორგი მიქაუტაძის გუნდი მე-3 ადგილზე იმყოფება და ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ 3 ქულით ჩამორჩება. „მეცის“ მომდევნო მეტოქე „გრენობლია“, „ბორდო“ კი „ქუვილი რუენს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მესისთან თამაშზე ვოცნებობ, რონალდუ მისაბაძი ფეხბურთელია“ - მამარდას ინტერვიუ
„მესისთან თამაშზე ვოცნებობ, რონალდუ მისაბაძი ფეხბურთელია“ - მამარდას ინტერვიუ