კევინ დე ბრუინი, ვინისიუს ჟუნიორი, ედუარდო კამავინგა
Aa
Aa

დე ბრუინმა მან. სიტი მარცხისგან იხსნა - 2 ბრწყინვალე გასროლა ბერნაბეუზე

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე მადრიდის „რეალისა“ და „მან. სიტის“ პირველი დაპირისპირება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1:1 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ საწყის 20 წუთში პეპ გუარდიოლას გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, მატჩის საერთო სურათიდან გამომდინარე ობიექტურად მადრიდის „რეალმა“ უფრო გამართული ფეხბურთი აჩვენა, „მან. სიტის“ თამაში არ ჰგავდა იმ ფეხბურთს, რასაც „ქალაქელები“ მიმდინარე სეზონში აჩვენებდნენ.

ანგარიში 36-ე წუთზე კამავინგას პასით ვინისიუს ჟუნიორმა გახსნა, ბრაზილიელის საოცარი დარტყმა ედერსონისთვის აუღებელი აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ ედუარდო კამავინგა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში საგოლე პასი შეასრულა.

მეორე ტაიმში, 67-ე წუთზე ილქაი გიუნდოგანის პასის შემდეგ კევინ დე ბრუინმა ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 1:1. ბელგიელმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-14 გოლი გაიტანა და 7 გოლი საჯარიმოს გარედან გაიტანა. დე ბრუინი „მან. სიტიში“ 2015-16 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ შორი მანძილიდან გატანილი გოლების კუთხით ბელგიელის ანგარიშზე ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია.

დე ბრუინი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში „რეალს“ სტუმრად ორ სხვადასხვა შეხვედრაში გაუტანა.

აღნიშნულ გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირება „ეტიჰადზე“ 17 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები