ტომას მიულერი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

BILD: მიულერი ბაიერნის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს

BILD-ის ცნობით, მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი ტომას მიულერი კლუბის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს. გამოცდილი მოთამაშე კარიერის დასრულებას არ აპირებს, მინიმუმ 2024 წლამდე თამაშს გეგმავს. ცხადია, კარიერის გაგრძელება მაღალი დონის კლუბში სურს, რომელიც ტიტულებისთვის იბრძვის.

33 წლის შემტევი „ბაიერნის“ აღზრდილია, 2008 წელს პირველ გუნდში დააწინაურეს და მთელი განვლილი კარიერა მიუნხენურ გრანდს მიუძღვნა.

მიულერმა „ბაიერნთან“ ერთად ბუნდესლიგა 11-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა - ორჯერ (2012-13, 2019-20). ასევე, მის ტიტულებში შედის გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ტომას მიულერს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში მიულერმა ყველა ტურნირის გათვალისწინებით 37 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი შეაგდო და 11 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები