მილანი, ინტერი, ედინ ჯეკო
Aa
Aa

„ფიქრობდნენ, რომ აქამდე ვერ მოვიდოდით“ - ჯეკო ფინალს უმიზნებს

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე მილანური კლუბების, „მილანისა“ და „ინტერის“ საფეხბურთო დაპირისპირება შედგება. პირველ მატჩამდე „ინტერის“ ფორვარდი ედინ ჯეკო UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა. ჯეკო ოპტიმისტურადაა განწყობილი, ფინალში თამაშს უმიზნებს.

ედინ ჯეკო:„მშვიდად ვარ. ორი ბრწყინვალე მატჩი გველის.

იტალია და მილანი უნდა ამაყობდნენ, რომ ერთი ქალაქის ორი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. ფსონები მაღალია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა საოცარია.

„ინტერმა“ თავისი ფეხბურთი უნდა აჩვენოს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. ნახევარფინალში კარგი გუნდების დამარცხებით მოვხვდით. დავამარცხეთ გუნდები, რომლებიც თავიანთ ჩემპიონატებში მაღალ პოზიციებს იკავებენ. 

სერია ა-ში დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, სხვა გუნდები ალბათ ფიქრობენ, რომ ჩემპიონთა ლიგას უფრო ადრე უნდა გამოვთიშულიყავით, მაგრამ ჩვენ მიზანზე ფოკუსირებულნი ვიყავით, აქამდე მოვედით და გაჩერებას არ ვაპირებთ.

„მილანი“ ძლიერი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა დაიმსახურა. წარმოვიდგენ ემოციებით სავსე ორ თამაშს, რომელშიც ორივე გუნდი ფინალში გასვლითვის მაქსიმუმს გააკეთებს. ერთმანეთს ვიცნობთ, ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ და ფინალისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“.

„მილანისა“ და „ინტერის“ პირველი დაპირისპირება 10 მაისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა - 16 მაისს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მილანს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია“ - პიოლი ინტერთან მატჩის წინ
“მილანს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია“ - პიოლი ინტერთან მატჩის წინ