მესის მამა: “ყველაფერი ტყუილია, შეთანხმება არავისთან გვაქვს“
ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება ლეო მესის საუდის არაბეთში გადაბარგების შესახებ. მეტიც, დღეს დაიწერა, რომ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა „ალ ჰილალთან“ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.
ამასთან დაკავშირებით, 7 ოქროს ბურთის მფლობელის მამამ ხორხე მესიმ კომენტარი გააკეთა და ყველაფერი უარყო.
ხორხე:
„მომავალი წლისთვის არცერთ კლუბთან შეთანხმება არ გვაქვს. გადაწყვეტილებას იქამდე არ მივიღებთ, სანამ მესი პსჟ-სთან ერთად სეზონს არ დაასრულებს. სეზონის დასრულების შემდეგ, ყველაფერს განვიხილავთ და საუკეთესო ვარიანტს შევარჩევთ.
ჭორები ყოველთვის არსებობს და ჩემი შვილის სახელს რეიტინგისთვის ხშირად იყენებენ. სიმართლე მხოლოდ ერთია. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არცერთ კლუბთან არ გვაქვს შეთანხმება. არც სიტყვიერი, არც ხელმოწერილი!“
შეგახსენებთ, რომ „ალ ჰილალმა“ ლიონელს ოფიციალური შეთავაზება გააკეთა. საუდის არაბეთის წარმომადგენელი გუნდი არგენტინელ შემტევს 2-წლიან კონტრაქტს და 600 მილიონ ევროს სთავაზობს.