ანორთოსისი, გიორგი ლორია
Aa
Aa

ლორია ანორთოსისს დატოვებს - პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო

კვიპროსული Goal-ის ინფორმაციით, „ანორთოსისს“ სეზონის დასრულების შემდეგ 37 წლის გიორგი ლორია დატოვებს. წყაროს ცნობით, ქართველ მეკარეს აღნიშნულ გადაწყვეტილებას კლუბის პრეზიდენტი ანდრეას სანტისი მიაწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს კლუბთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, დიდი ალბათობით მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდებიან.

2018-19 წლების სეზონის მეორე ნახევარი გიორგი ლორიამ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „მაგდებურგში“ გაატარაა, თუმცა გუნდი მესამე ლიგაში გავარდა, რის გამოც ქართველმა მეკარემ კლუბი დატოვა. ამავე პერიოდში „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია დაინიშნა, რომელმაც ლორია კვიპროსულ კლუბში მიიწვია. მას შემდეგ ლორია „ანორთოსისის“ მეკარეა.

ყველა ტურნირის გათვალისწინებით ლორიამ „ანორთოსისში“ 126 მატჩი ჩაატარა. 2020-21 წლების სეზონში კვიპროსის თასი მოიგო.

„მაგდებურგისა“ და „ანორთოსისის“ გარდა გიორგი ლორიას თბილისის „დინამოში“ (2015-14), ბერძნულ ოფი-ში (2014-15), „კრილია სოვეტოვსა“ (2015-18) და „ანჟიში“ (2017-18) უთამაშია. ასევე, 2015 წლის ზაფხულში კონტრაქტი პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ გააფორმა, თუმცა ხელშეკრულება ისე გაწყვიტა, რომ ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებია. მალევე, კონტრაქტი რუსულ „კრილია სოვეტოვთან“ გააფორმა.

ლორია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს, მის ანგარიშზე 77 მატჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები