საკი: “ანჩელოტი კატასავით ცბიერი და ჩასაფრებულია“
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, ლეგენდარულმა არიგო საკიმ კომენტარი გააკეთა.
არიგო საკი:
„კროოსს, მოდრიჩს და ბენზემას „რეალში“ კიდევ 1 წელი და შედარებით ნაკლები ენერგია დარჩათ. „სიტი“ კი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ისინი ადრე გაცილებით ტექნიკურები იყვნენ, ხოლო ახლა ფლანგებს უფრო ტვირთავენ და სივრცეებს ქმნიან. ერლინგ ჰოლანდი არასდროს ჩერდება და მადრიდელები მაქსიმალური ყურადღებით უნდა იყვნენ.
ანჩელოტი და გუარდიოლა მეგობრები არიან. მათთან ერთად ფეხბურთი ვითარდება. მათ მხოლოდ ტაქტიკური განათლება არ აქვთ. მათ შესანიშნავი სტრატეგიები აქვთ. ამ ორმა მწვრთნელმა ჯადოსნური ღამეები გვაჩუქა.
ანჩელოტი თავის იდეებს ეიმილიურ ირონიასთან აერთიანებს, რაც მას უფრო მიმზიდველს და ძლიერს ხდის. კარლო კატასავით ცბიერი და ჩასაფრებულია. ნებისმიერ დროს შეუძლია დაგკაწროს. მის გუნდთან თამაშის დროს მშვიდად არასდროს უნდა იყო, რადგან ყოველთვის აქვს სათადარიგოთა გეგმა.“
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება 9 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.