ნაპოლის ტოვებს - ჯუნტოლი იუვენტუსში იმუშავებს
„ნაპოლის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი გახლავთ. იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯუნტოლი ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლას დათანხმდა.
„ბებერ ქალბატონი“ კრისტიანოს გადაბირებას დიდი ხანია ცდილობს და როგორც ჩანს გამოუვიდა. ტურინელები მომავალ სეზონში მნიშვნელოვანი ტრანსფერების განხორციელებას და სკუდეტოსთვის ბრძოლას გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ ჯუნტოლიმ „ნაპოლიში“ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია გადაიყვანა.
La Repubblica-ს ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი ჯუნტოლის გაშვებას დათანხმდა. მის შემცვლელად კი „ემპოლის“ სპორტულ დირექტორს პიეტრო აკარდის განიხილავს.
ამ ინფორმაციას Corriere dello Sport ადასტურებს და წერს, რომ ჯუნტოლი „იუვენტუსის“ წინადადებას უკვე დათანხმდა. ასევე ცნობილი ხდება, რომ მას შემოთავაზება პრემიერ ლიგიდანაც ჰქონდა, თუმცა კრისტიანოს მხოლოდ „ბიანკონერიში“ სურს მუშაობა.
აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსში“ ჯუნტოლი თავის მარჯვენა ხელს და გამოცდილ სკაუტს ჯუზეპე პომპილიოს და სტეფანო სტეფანელის წაიყვანს. შეგახსენებთ, რომ კრისტიანო ჯუნტოლი „ნაპოლიში“ მერვე წელია, რაც მუშაობს.