ტონი კროოსი, უეინ რუნი
Aa
Aa

„მახსოვს, შარშანაც ასე ამბობდნენ, შემდეგ კი...“ - კროოსი რუნის პასუხობს

დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მადრიდის „რეალი“ სანტიაგო ბერნაბეუზე „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.

„სამეფო კლუბის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და ჟურნალისტებმა მას უეინ რუნის პროგნოზზეც ჰკითხეს, სადაც ინგლისელი ფეხბურთელი ამბობს, პეპ გუარდიოლას გუნდი „რეალს“ გაანადგურებს.

რა უპასუხა კროოსმა:

ყოველ ჯერზე ასეა. მახსოვს, გასულ წელსაც ბევრმა ადამიანმა თქვა ასე. ჩვენგან გამარჯვებას არავინ ელოდა, მაგრამ ეს შევძელით. ამ სიტყვების მიუხედავად, რუნის დიდ პატივს ვცემ და დამატებითი კომენტარის გაკეთება არ მსურს. ასეთი განცხადებები ჩვენზე არ მოქმედებს და დამატებით მოტივაციასაც არ გვაძლევს, რადგან ისედაც მოტივირებულები ვართ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება დღეს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ერთი ფეხბურთელის შეჩერებაზე არ ვფიქრობთ“ - ანჩელოტი მატჩის წინ
„მხოლოდ ერთი ფეხბურთელის შეჩერებაზე არ ვფიქრობთ“ - ანჩელოტი მატჩის წინ