მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

ომალი: „მერაბს ქურთუკი მოუხდა და შეიძლება, გავუგზავნო კიდეც“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. გასულ უქმეებზე, UFC 288 გაიმართა, რომლის მთავარი ბრძოლაც ალჯამეინ სტერლინგისა და ჰენრი სეხუდოს საჩემპიონო დაპირისპირება იყო. „ალჯომ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და ბრძოლის შემდეგ, ომალი ოქტაგონზე შევიდა, რათა ჩემპიონი გამოეწვია. სტერლინგის გვერდით „მანქანა“ იდგა, რომელმაც ომალის ქურთუკი მოჰპარა და „შუგამ“ არიელ ჰელვანისთან ამ თემაზე ისაუბრა.

„დაქირავებული მყავდა ადამიანი, რომელსაც ჩემს ტანსაცმელზე უნდა ეზრუნა, რადგან ვიცოდი, რომ ქურთუკის გახდა მომიწევდა. მერაბი სწორედ ჩემ მიერ დაქირავებული ადამიანი მეგონა და ქურთუკი მივეცი. დვალიშვილზე გაბრაზებული არ ვარ. თავში ყველაფერი რიგზე არ აქვს და სასაცილო ბიჭია, თუმცა ჩემი ქურთუკი მოუხდა და შეიძლება, გავუგზავნო კიდეც, რადგან მოდური ტანსაცმელი ნამდვილად სჭირდება. როცა ქურთუკი დავიბრუნე, უცნაური სუნი ასდიოდა. არ ვიცი, მერაბს დეოდორანტი ჰქონდა წასმული თუ რუსული ბიოლოგიის ბრალია (ჰელვანიმ შეუსწორა, რომ მერაბი ქართველია და ომალიმ ბოდიში მოიხადა), მაგრამ ღმერთო ჩემო...

რა აზრის ვარ დვალიშვილისა და სეხუდოს ჩხუბზე? ეს ბრძოლა ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ჰენრი მერაბს დაამარცხებს, მაგრამ მგონია, რომ საინტერესო დაპირისპირება იქნება. ჩემი და მერაბის ჩხუბს რაც შეეხება, დვალიშვილი ჩვენი დივიზიონის ტოპ მებრძოლებს შორის დიდი ხნის განმავლობაში დარჩება და ადრე თუ გვიან, ჩვენი ჩხუბი აუცილებლად გაიმართება“.

შეგახსენებთ, რომ მერაბს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 გამარჯვებაა. „მანქანამ“ ბოლოს პიოტრ იანთან იჩხუბა და მისი დამარცხების შემდეგ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერი გახდა. დვალიშვილი დიდი ხანია ომალის იწვევს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, მათი დაპირისპირება უახლოეს პერიოდში ჩაინიშნოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალჯოს მორიგ ნაჭერს ავიღებ!“ - მერაბ დვალიშვილმა სეხუდოს უპასუხა
„ალჯოს მორიგ ნაჭერს ავიღებ!“ - მერაბ დვალიშვილმა სეხუდოს უპასუხა