ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მძიმე შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი“ - ხვიჩას განცხადება

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დიეგო მარადონას სტადიონზე საჩემპიონო ზეიმის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

„მძიმე შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი, უფრო მეტი ჯერ კიდევ წინ არის!“ - წერს ხვიჩა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი მესამედ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა, ამაში კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა შეიტანა. ხვიჩამ, „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 33 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამასთან, ქართველმა შემტევმა სამი თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა.

ცნობისთვის, „პარტენოპეიმ“ იტალიის ჩემპიონობა 33-ე ტურში, „უდინეზესთან“ ფრის შედეგად ხუთშაბათს გაინაღდა, 7 მაისს კი საკუთარ მოედანზე „ფიორენტინასთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთელებმა ჩემპიონობა დიეგო მარადონას სტადიონზე იზეიმეს. იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური არის დარჩენილი, „ნაპოლი“ კი მომდევნო შეხვედრაში „მონცას“ 14 მაისს დაუპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | კვარა ერთი საფეხურით დაქვეითდა
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | კვარა ერთი საფეხურით დაქვეითდა