„ჭიდაობის გაუმჯობესება მჭირდება“ - ცუკერბერგს დვალიშვილთან ვარჯიში სურს
Facebook-ისა და Meta-ს დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ჯიუ-ჯიცუს ტურნირში მიირო მონაწიელობა და თავი საკმაოდ წარმატებულადაც გაართვა.
ცუკერბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ჯიუ-ჯიცუს პირველ ტურნირში მივიღე მონაწილეობა და რამდენიმე მედალიც მოვიპოვე. მადლობა ჩემს მწვრთნელებს!“
View this post on Instagram
Facebook-ის დამფუძნებელს წარმატება, მისსავე პოსტის კომენტარებში UFC-ის ქართველი მებრძოლმა და სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის პირველმა ნომერმა, მერაბ დვალიშვილმა მიულოცა და მასთან ერთად ვარჯიშის სურვილი გამოთქვა:
„გილოცავ ზაკ, ბრწყინვალე სამუშაო გასწიე. დიდი სიამოვნებით ვივარჯიშებდი შენთან ერთად“, - დაწერა მერაბმა.
„მანქანას“ კომენტარს მაშინვე გამოეხმაურა მარკ ცუკერბერგი და მასთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა: „მოდი გავაკეთოთ! ჩემი ჭიდაობის გაუმჯობესება მჭირდება.“
ცნობისთვის, მარკ ცუკერბერგი შერეული საბრძოლო ხელოვნებით აქტიურად არის დაინტერესებული. გასული წლის სექტემბერში, Facebook-ის დამფუძნებელმა MMA-ში ვარჯიშის ვიდეო გამოაქვეყნა, ზამთარში კი ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან საჩვენებელი ბრძოლაც გამართა.